მიწისძვრა ინდონეზიაში

მიწისძვრა ინდონეზიაში

423139
მიწისძვრა ინდონეზიაში
endonezya deprem
ინდონეზიაში, კუნძულ ბურუზე 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით ერთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ეროვნული კატასტროფის მართვის საბჭოს პრესსპიკერის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად სამი მძიმედ, 22 კი მსუბუქად არის დაშავებული. მომხდარის შედეგად ასევე 230 საცხოვრებელი სახლიც დაზიანდა. ინდონეზიაში 2004 წლის 26 დეკემბერს მომხდარი 9,1 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრის დროს წარმოქმნილი ცუნამის შედეგად 230 ათასი ადამიანი დაიღუპა.


მსგავსი ინფორმაციები