სირიის შესახებ მესამე შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართება

სირიის შესახებ მესამე შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართება

401826
სირიის შესახებ მესამე შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართება

აშშ-ს საგარეოს საქმეთა მინისტრმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ სირიის პრობლემასთან დაკავშირებით ვენაში გამართული შხვედრების მესამე ეტაპი მიმდინარე თვეში ნიუ იორკში გაიმართება. ქერიმ აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში ბრუკინგის ინსტიტუტში გამართულ კომფერენციას დაესწრო სადაც სიტყვით გამოსვლისას სირიის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სირიის პრობლემის მისაგვარებლად მიმდინერ თვეში ამ საკითხში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების დასწრებით მესამე შეხვედრა ნიუ იორკში გაიმართება, რომელზეც საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული. სირიის კრიზისის მოსაგვარებლად პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა, რომელსაც აშშ-ს საუდის არაბეთის, ირანის, თურქეთის და სხვა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრის მეორე ეტაპზე, რომელიც ასევე ვენაში გაიმართა მხარეებს შორის მოლაპარაკებების, ცეცხლის შეწყვეტის, 18 თვის განმავლობაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების და გაეროს დაქვემდებარებით თუ ვინ ტერორისტული დაჯგუფებაა და ვინ ოპოზიცია ამის გამოვლენის შეთანხმებას იქნა მიღწეული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები