საფრანგეთი და ინგლისი ერთობლივად იმოქმედებებ

საფრანგეთი და ინგლისი ერთობლივად იმოქმედებებ

401832
საფრანგეთი და ინგლისი ერთობლივად იმოქმედებებ

ტერორგანიზაცია დაიშის წინააღმდეგ საფრანგეთი და ინგლისი თანამშრომლობას აძლიერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება ელისეის სასახლიდან გავრცელდა რომელშიც ნათქვამია, რომ ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და ინგლისის პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოლანდმა კამერონს ასევე სირიაში დაიშის წინააღმდეგ სპეცოპერაციებში ჩართულობის გამო მადლობა გადაუხადა. ორი ქვეყნის ლიდერმა ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე და ინფორმაციების გაცვლაზეც შეთანხმდნენ. 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთმა ტერორგანიზაცია დაიშის წინააღმდეგ ოპერაციები უფრო გააძლიერა და მოკავშირე ქვეყნებსაც მოუწოდა, რომ განსაკუთრებით სირიაში დაიშის წინააღმდეგ სპეცოპერაციებში მათაც ჩართულიყვნენ. ინგლისმა კი ამ ოპერაციებში რამოდენიმე დღის წინ ჩაერთო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები