საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობა უარჰყო

საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობა უარჰყო

398920
საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობა უარჰყო

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 9 ნოემბერს კატალონიის რეგიონულ პარლამენტში მიღებული ”დამოუკიდებლობის დეკლარაცია ერთხმად გააუქმა. კატალონიის პარლამენტმა გასულ თვეში ესპანეთიდან გამოყოფის შესახებ რეგიონულ პარლამენტში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა და დამოუკიდებლობის გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა რა, 18 თვის განმავლობაში კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი მათი ეს გადაწყვეტილება შეაჩერა და გუშინ კი საბოლოოდ გააუქმა. ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეროვნული სუვერენიტეტის და ესპანეთის მოქალაქეებს შორის თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჯერ-ჯერობით უცნობია ამის შესმდეგ რა სახის ნაბიჯებს გადადგამენ კატალონიის რეგიონული პარლამენტის წევრები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები