მალიში ერთ-ერთ სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 90 ადა

მალიში ერთ-ერთ სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 90 ადამიანი მძევლად აიყვანეს

419801
მალიში ერთ-ერთ სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 90 ადა

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან მალიში, ერთ-ერთ სასტუმროში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 90 ადამიანი მძევლად აიყვანეს.

თავდამსხმელების სასტუმროში შეჭრის შემდეგ ჩატარებული პირველი ოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 3 მძევალი და 2 უსაფრთხოების თანამშრომელი იყო.

დედაქალაქ ბამაკოში მომხდარი თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ათმა შეიარაღებულმა პირმა პირველ ეტაპზე მძევლად აყვანილი 170 ადამიანიდან 50 გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30-მდე მძევალმა სასტუმროდან გაქცევა მოახერხა.

გათავისუფლებულ მძევლებს შორისაა თურქეთის ავიახაზების დაკავებული 7 თანამშრომლიდან 5. დარჩენილი 2 თურქი მძევლის გასათავისუფლებლად საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშობა დაიწყო.

მძევლებს შორისაა ფრანგული ავიახაზების Air France-ს ბევრი თანამშრომელი 7 ჩინელი ტურისტი.

ცნობილია, რომ აღნიშნულ სასტუმროში ქვეყანაში მყოფი გაეროს თანამშრომლებიც ცხოვრობდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებენ რაც შეუძლიათ.

რეგიონალურ სამიტზე დასასწრებად ჩადში მყოფმა მალის სახელმწიფოს მეთაურმა ვიზიტი შეწყვიტა და მალიში დაბრუნდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები