პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პუტინმა და ერდოღანმა ასადის მოსკოვში გუშინდელ ვიზიტზე ესაუბრეს

357009
პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაუკავშირდა და სირიის ლიდერის ასადის მოსკოვში გუშინდელ ვიზიტზე ესაუბრა.

პუტინის თხოვნით განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა და ასევე გამოხატა შეშფოთება ალეპოსა და მის მიმდებარე რეგიონში თავდასხმების გამო მიგრაციის ახალი ტალღის წარმოქმნასთან დაკავშირებით.

ერდოღანი რუს კოლეგას დეტალურად ესაუბრა PYD-სა და YPG-ს ტერორგანიზაცია PKK-სთან კავშირებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი DEAŞ-ის ჩათვლით ყველა ტერორგანიზაციასთან ბრძოლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო თვეში დიდი ოცეულის სამიტზე ანტალიაში ერთმანეთს შეხვდებიან და ყველა საკითხს დეტალურად განიხილავენ.

ბაშარ ასადი სირიაში შიდა ომის დაწყებიდან, 2011 წლიდან დღემდე პირველად გავიდა ქვეყნის გარეთ და გუშინ მოსკოვში პუტინთან შეხვედრა გამართა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები