არჩევნები კანადაში

წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ლიბერალურ პარტიამ გაიმარჯვა

394460
არჩევნები კანადაში

კანადაში გუშინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში 23 პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. ქვეყანაში რეგისტრირებული 26 მილიონი ამომრჩეველია. წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ლიბერალურ პარტიამ გაიმარჯვა. ამით კი კონსერვატიული პარტიის ცხრა წლიანი მმართველობა დასრულდა. კანადის ფედერალურ პარლამენტში 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებით 308 პარლამენტარი შევიდა, ხოლო ამ არჩევნების მიხედვით დეპუტატთა რაოდენობა 338-მდე უნდა გაიზარდოს . ეს კი ქვეყანაში ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები