შვეიცარიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

შვეიცარიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

394351
შვეიცარიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

შვეიცარიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

არაოფიციალური მონაცემებით, გამარჯვება მოიპოვა შვეიცარიის სახალხო პარტიამ, რომელიც ანტიმიგრანტული პოზიციითაა ცნობილი.

შვეიცარიის სახალხო პარტიამ არაოფიციალური მონაცემებით, ხმების 29,5% მოაგროვა, რითაც 200 სავარძლიან პარლამენტში 65 ადგილს დაიკავებს.

მეორე ადგილზე ხმების 18,9%-ით გავიდა სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მესამეზე კი ხმების 16,3%-ით რადიკალური პარტია.

აღნიშნული არჩევნებით მწვანეთა პარტიიდან პირველად მოხვდა შვეიცარიის პარლამენტში წარმოშობით თურქი კანდიდატი და იგი გახლავთ სიბელ არსლანი.

შვეიცარიაში 1975 წლიდან დღემდე არჩევნებში მონაწილეობის დონე 50%-ს არ გადასცილებია და ამ არჩევნებშიც, სავარაუდოდ, მონაწილეობის დონე 48% იქნება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები