ბან კი მუნმა მიგრანტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ბან კი მუნმა მიგრანტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

389236
ბან კი მუნმა მიგრანტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიელი მიგრანტების მიმღებ თურქეთს და სხვა ქვეყნებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე ევროპის ქვეყნებს მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა. გენერალურმა მდივანმა სირიელი მიგრანტების მიმართ უნგრეთის და სერბეთის ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი ასეთი ქმედება ყოვლად მიუღებელია. ბან კი მუნმა დღის წესრიგში არსებული საკითხების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სირიაში არსებულ კრიზისზე ისაუბრა. მისი თქმით, სირიაში არსებული სამოქალაქო ომის გამო ემიგრაციაში წასულ სამოქალაქო პირებს ყველა სახის მხარდაჭერა უნდა გაეწიოს, ხოლო იმ ქვეყნები, რომლებიც ამ საკითხს უპასუხისმგებლოდ უდგებიან, მოუწოდა, რომ საკუთარი თავი იმ მიგრანტების ადგილზე დააყენონ. ბან კი მუნმა ევროპის და აზიის ქვეყნებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მიგრანტებს ადამიანურად მოექცნენ და მათი ადამიანური ცხოვრებისათვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები