რუსეთი და ამერიკა დაძაბულობას არ გაურბიან

“რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს“

350175
რუსეთი და ამერიკა დაძაბულობას არ გაურბიან


რუსეთის გეგმებმა სირიაში სამხედრო ბაზის შექმნის თაობაზე ახლიდან წარმოშვა დაძაბულობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

ამ უკანასკნელის თქმით რუსეთმა სირიის საპორტო ქალაქ ლაზკიეში სამხედრო მასალები და მოწყობილობები გააგზავნა და სურს აქ საჰაერო ბაზის განლაგება, რის გამოც ამ საქმის მიმდინარეობას ახლოდან აკვირდებიან.

პენტაგონის პრეს წარმომადგენლის ჯეფ დევისის განცხადებით მოსკოვის მხარდაჭერა ესადის რეჟიმის მიმართ კიდევ უფრო ზრდის რეგიონში დაძაბულობის რისკს.

ამ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ და კოალიცია ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების ცოდნის მიუხედავად არ ბომბავენ ამ პოზიციებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები