თავდასხმა სამხედრო ბანაკზე

დაიღუპა 22 უცხო ქვეყნის ჯარისკაცი

374463
თავდასხმა სამხედრო ბანაკზე


გაერთიანებული არაბული ემირატების საინფორმაციო წყაროს ცნობით, იემენში განთავსებულ მათ სამხედრო ბანაკს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც 22 ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა.

თვით ჰუსიტების განცხადებით კი მათ მაღრიბის ვილაიეთში მდებარე და არაბულ კოალიციაში შემავალ გაერთიანებული არაბული ემირატების სამხედრო ნაწილს რაკეტა ესროლეს, რომელიც არსენალს მოხვდა და შედეგად მრავალი სამხედრო ავტომანქანა და შვეულმფრენი აფეთქდა.

იემენის პრეზიდენტის მხარდამჭერი ძალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციებით კი ხსენებული უცხო ქვეყნის ჯარისკაცები არა ჰუსიტების თავდასხმის, არამედ სამხედრო ნაწილში არსენალის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

როგორც ცნობილია იემენში აჯანყებულ ჰუსიტებს არაბული კოალიცია ებრძვის, რომელშიც გაერთიანებული არაბული ემირატებიც შედის


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები