ევროკავშირი ახალი საიმიგრაციო პოლიტიკისათვის პირველ ნაბიჯებს დგა

თავშესაფრის მთხოვნელთათვის 25 წლის წინ შექმნილი ევროპის წესების სისტემის გადახედვა იგეგმება

342393
ევროკავშირი ახალი საიმიგრაციო პოლიტიკისათვის პირველ ნაბიჯებს დგა

ევროკავშირი ახალი საიმიგრაციო პოლიტიკისათვის პირველ ნაბიჯებს დგამს.

თავშესაფრის მთხოვნელთათვის 25 წლის წინ შექმნილი ევროპის წესების სისტემის გადახედვა იგეგმება.

მოთხოვნა იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიისაგან წამოვიდა.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საიმიგრაციო კრიზისის შესახებ სერიოზული პასუხის გაცემა მოსთხოვეს.

საიმიგრაციო კრიზისის თემაზე 5-6 სექტემბერს ლუქსემბურგში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე ევროკავშირის დამაარსებელმა სამმა ქვეყანამ კავშირს მოქმედების დაწყებისაკენ მოუწოდა.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „დღეს, როდესაც მიგრანტთა ტრაგედია კიდე უფრო გამწვავდა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ, გერმანიის

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალტერ შტაინმაიერმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა ევროპას საიმიგრაციო კრიზისზე სერიოზული პასუხის გაცემის მოთხოვნის ყოვლისმომცველ დოკუმენტს მოაწერეს ხელი“.

სამი ქვეყნის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასული მიგრანტები ქვეყნებს შორის საჭიროა სამართლიანად იქნან გადანაწილებულნი.

შეთანხმება მიგრაციის საკითხის ლუქსემბურგში გასამართი შეკრების დღის წესრიგში ჩასაყენებლად ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლეს კომისარს ფედერიკა მოგერინს გაუგზავნეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები