ეგვიპტეში ორ ეტაპიანი არჩევნები ჩატარდება

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოცხადდა

372496
ეგვიპტეში ორ ეტაპიანი არჩევნები ჩატარდება

ეგვიპტეში ორ ეტაპიანი არჩევნები ჩატარდება.

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოცხადდა. ქვეყანაში ოქტომბერსა და ნოემბერში ორ ეტაპიანი არჩევნები გაიმართება.

პირველი ეტაპის დროს 18-19 ოქტომბერს ქვეყანაში პროვინციების ერთ ნაწილში, მეორე ეტაპზე კი 22- 23 ნოემბერს ქვეყნის დანარჩენ პროვინციებში გაიმართება არჩევნები.

568 მანდატიან პარლამენტში 27 დეპუტატს პრეზიდენტი სისი დანიშნავს დანარჩენების ვინაობა კი ორ ეტაპიანი არჩევნების დროს გაირკვევა.

არჩევნებში მოსალოდნელია, რომ სისისთან დაახლოებული კოალიცია „ეგვიპტის სიყვარულით“ გაიმარჯვებს.

სახელმწიფოს მეთაური სისი ქვეყანას, რომელსაც ამჟამად პარლამენტი არ გააჩნია, თავისი გადაწყვეტილებებით მართავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები