ობამამ ირანის ბირთვილ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ობამამ ირანის ბირთვილ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

371349
ობამამ ირანის ბირთვილ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანსა და P5+1 ქვეყნებს შორის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას კონგრესი თუ არ დაამტკეცსს, მათ მხოლოდ სამხედრო ქმედებების ალტერნატივა რჩებათ. ობამამ ინტერნეტის მეშვეობით გამოქვეყნებულ ინტერვიუში ქვეყანაში არსებული ებრაული საზოგადოებების და ირანსა და P5+1 ქვეყნებს შორის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებების საკითხების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ობამამ აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული იარაღის დამზადების აღსაკვეთი ყველაზე სწორი გზა ეს არის. ”თუ კონგრესი შეთანხმებას დაბლოკავს, მაშინ ვალდებული ვიქნებით გარკვეული სამხედრო ქმედებები დავიწყოთ, რადგან ალტერნატიული გზა არ გვრჩება”, განაცხადა ობამამ. კონგრესს ირანსა და P5+1 ქვეყნებს შორის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებების საკითხის განხილვის ვადა 17 სექტემბერს ეწურება. ობამამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ თუ კონგრესში შეთანხმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მაშინ ის ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები