იაპონიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხ

იაპონიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

340175
იაპონიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხ

იაპონიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. ტოკიოდან 40 კილომეტრის დაშორებით საგამირას სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების მიზეზებთან დაკვშირებით განცხადება არ გაკეთებულა.

სამხედრო ბაზაზე მდებარე საწყობში ნავთობ ქიმიური მასალები და ამონიაკი ინახებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია აფეთქება რამ გამოიწვია.

მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის რათა ხანძარი სხვა შენობებსაც არ გადაედოს.

თვითმხილველთა გაცხადებით, საწყობში აფეთქებები 15 წუთის მანძილზე ხდებოდა.

ამერიკელი უფლებამოსილების განცხადებით, დღისით საწყობში 200 ადამიანი მუშაობს, ხოლო ღამით იქ არავინ რჩევა. ამის გამო აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მიმდინარეობს გამოძიება აფეთქების მიზეზის დასადგენად.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები