ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მდგომარეობაზე გადავიდა

ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მდგომარეობაზე გადავიდა

336960
ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მდგომარეობაზე გადავიდა

ჩრდილოეთ კორეასაბრძოლო მდგომარეობაზე გადავიდა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სასაზღვრო დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, უმაღლესი სამხედრო კომისია კიმ იონგის ხელმძღვანელობით შეიკრიბა.

შეკრებაზე გადაწყდა „საჭიროების შემთხვევაში მოულოდნელი ოპერაციების ჩასატარებლად სასაზღვრო შენაერთები ბრძოლებისათვის მზადყოფნაში იქნას მოყვანილი“.

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ მეზობლის საზღვარზე პროპაგანდისათვის გამოყენებული დინამიკების განადგურებას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

ფხენიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პროპაგანდა 48 საათში არ შეწყდება, სამხედო პასუხს გასცემენ მოწინააღმდეგე მხარეს. 

სეული კი აცხადებს, რომ მაუწყებლობას გააგრძელებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები