არაბული ლიგა ნაბლუსის საქმეზე კომისიის შექმნას ითხოვს

“ნაბლუსის ტრაგედია გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული“

311901
არაბული ლიგა ნაბლუსის საქმეზე კომისიის შექმნას ითხოვს


ნაბლუსში პალესტინელი მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვით გამოწვეული მოვლენის ობიექტური გამოძიება მოითხოვა არაბულმა ლიგამ და ამ მიზნით გაეროს ფარგლებში სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ გამოიძიებს ამ საქმეს.

არაბული ლიგა ამ კომისიის მიერ შედგენილ ანგარიშში გაეროს უშიშროების საბჭოსაგან ისეთი ნაბიჯების გადაგმასაც მოითხოვს, რომლებითაც ისრაელის თვითნებობისგან დაცული იქნება პალესტინელი ხალხის უფლებები.

როგორც ცნობილია, პარასკევს საღამოს ებრაელმა ახალმოშენეებმა ქალაქ ნაბლუსის მახლობელ დუმას დასახლებაში გადაწვეს 1 პალესტინური სახლი, რომელშიც 18 თვის ბავშვი დაიღუპა, ხოლო ამავე ოჯახის წევრმა საამა კაცმა, დედ-მამამ და კიდევ 4 წლის ბავშვმა მძიმე დამწვრობა მიიღო და მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები