BRICS-ის და შანხაის ორგანიზაციის სამიტი გრძლდება

მათ სავალუტო რეზერვების აუზის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

339358
BRICS-ის და შანხაის ორგანიზაციის სამიტი გრძლდება

რუსეთის ფედერაციაში შემავალ ბაშკირეთის რესპუბლიკის დედაქალაქ უფაში BRICS-ის წევრი ქვეყნების ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების დასწრებით სამიტი გრძელდება. სამიტზე ქვეყნებს შორის ორმხრივი და ერთობლივი შეხვედრები იმართება. ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც განაგრძობს შეხვედრების გამართვას. რუსეთის თავჯდომარეობით გამართულ სამიტზე BRICS ქვეყნები რომელთა მთლიანი კაპიტალიც 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთობლივი სავალუტო რეზერვების აუზის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული აუზი BRICS ქვეყნებში ნაღდი ფულის დეფიციტის შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობისთვის უნდა იქნას გამოყენებული. ამით კი აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საერთაშორისო საბალუტო ფონდ IMF-ს დამოკიდებულებისგან განთავისუფლება იგეგმება. საერთო აუზში ჩინეთი 41 მილიარდ, ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი 18 მილიარდ ხოლო, ჩრდილოეთ აფრიკა 5 მილიარდ დოლარს შეიტანს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები