ბერლინში ჟურნალისტი მანსური დააკავეს

იგი El-Cezire-ს ტელევიზიის ჟურნალისტია

313393
ბერლინში ჟურნალისტი მანსური დააკავეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ეგვიპტური El-Cezire-ს ტელევიზიის ჟურნალისტი მანსური დააკავეს. მას ეგვიპტის მთავრობის კრიტიკის გამო სასამართლოს მხრიდან 15 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა ჰაშიმ ბერაქათმა ბერლინში დაკავებული აჰმედ მანსურის ეგვიპტისთვის გადასაცემად ინტერპოლს და გერმანიის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) კი გერმანიის მთავრობას ჟურნალისტის განთავისუფლებისკენ მოუწოდა. (IPI)-ს გენერალურმა დირექტორმა ბარბარა ტრიონფიმ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეგვიპტის მთავრობის კრიტიკის გამო გერმანიის მთავრობის მიერ ამ ჟურნალისტის დაკავება მკაცრად დაგმო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები