ჰააგის სასამართლო ომარ ალ ბაშარის დაპატიმრებას ითხოვს

ჰააგის სასამართლო ომარ ალ ბაშარის დაპატიმრებას ითხოვს

303778
ჰააგის სასამართლო ომარ ალ ბაშარის დაპატიმრებას ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაწყებულ აფრიკის კავშირის სამიტზე დასასწრებად ჩასულ სუდანის პრეზიდენტის ომარ ალ ბაშირის დაკავება მოითხოვა. აღნიშნული სასამაროს ცენტრალური ოფისი ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაშია. სასამართლოს ადრეც ჰქონდა ომარ ალ ბაშარის დაკავების განკარგულება გაცემული და ახლაც სამხრეთ აფრიკას მის დაკავებისკენ მოუწოდა. სამხრეთ აფრიკა რომელიც ამ სასამართლოს წევრია ბაშარის დაპატიმრების უფლება აქვს. მიმდინარე წლის აპრილის თვეში სუდანში ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელმეორედ გაპრეზიდენტებულ ომარ ალ ბაშარს ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. სასამართლომ დარფურში მრავალი ადამიანის სიკვდილის გამო ომარ ალ ბაშარის მიმართ 2009-2010 წლებში დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები