შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება

იემენში კოალიციური ძალების შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება

269891
შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება

იემენში კოალიციური ძალების შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება.

საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციის თვითმფრინავებმა შიიტი ჰუსიტების მიერ სამხედრო შტაბად გამოყენებული კაიროს ციხეზე 5 საჰაერო შეტევა განახორციელეს.

ქალაქ ტაიზზე თავდასხმის შემდეგ რეგიონში შეტაკებები დაიწყო.

ჰუსიტებმა კი განაცხადეს, რომ „ადენის გულად“ ცნობილი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დაბა კრატერზე კონტროლი დაამყარეს.

ამავდროულად, მაროკოს არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კოალიციის ძალებთან ერთად მოქმედი თვითმფრინავი F-16 დაიკარგა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციამ ჰუსიტების იემენში წინსვლის შესაჩერებლად ოპერაცია „სტაბილურობის ქარიშხალი“ 26 მარტს დაიწყო, რომელიც 21 აპრილს შეწყდა და მის ნაცვლად კი „იმედის დაბრუნების“ ოპერაცია დაიწყო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები