ასადიმ მარცხი აღიარა

ასადიმ მარცხი აღიარა

266103
ასადიმ მარცხი აღიარა

ასადმა მარცხი აღიარა და სამხედროებს სულიკვეთების ამაღლებას შეეცადა. სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ოპოზიციურ ძალებთან ბრძოლის დროს იბლიდის რეგიონთან ერთად მრავალი რეგიონი დაკარგეს, რის შემდეგაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხალხისთვის განმარტება გააკეთა.

დედაქალაქ დამასკოში ერთ-ერთ სკოლაში გაკეთებულ განცხადებაში ასადმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციის წინაშე გარკვეული მარცხები განიცადეს, რის შედეგადაც რამოდენიმე რეგიონის კონტროლი დაკარგეს. ასადი ასევე თავის განმარტებებში სამხედროების სულისკვეთების ამაღლებას შეეცადა. ასადმა განაცხადა: ”ბრძოლის დროს ხანდახან შეიარაღებული ძალები გარკვეულ მარცხს განიცდიან და მსგავსი რამ მოხდა ჩვენთანაც”.

მან ასევე დასძინა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ოპოზიციის მიერ ბლოკირებული სამხედროებისათვის შესაბამისი დახმარების გაგზავნას აპირებენ. მეორეს მხრივ, გუშინ დედაქალაქ დამასკოში ასადის მომხრეების მხრიდან ჰუმანიტარული ტვირთის გადამტან ავტომობილზე განხორციელებული საჰაერი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები