ისრაელში კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ვადა ხვალ იწურება

ისრაელში კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ვადა ხვალ იწურება

262815
ისრაელში კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ვადა ხვალ იწურება

ისრაელში კოალიციური მთავრობის შექმნისათვის პარტია ლიკუდის ლიდერისა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსათვის მიცემული ვადა ხვალ იწურება.

17 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუსათვის მიცემული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ახალი კოალიციის წევრების ვინაობაც ცნობილი ხდება.

ახლად შესაქმნელ მთავრობაში სავარაუდოდ შევლენ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდი, ეკონომიკის მინისტრის ნაფტალი ბენეტის ებრაული სახლის პარტია, მემარჯვენე ცენტრისტული პარტია კულანუ და რელიგიურ პარტიებად ცნობილი გაერთიანებული თორა იუდაიზმი და შასი.

ისრაელის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეთანიაჰუ ახალი მთავრობის შემადგენლობას ხვალ დაასახელებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები