ასადი ისევ ქიმიურ იარაღს იყენებს

ასადის ჯარებმა ოპოზიციის წინააღმდეგ ქლორიანი გაზი გამოიყენა

259502
ასადი ისევ ქიმიურ იარაღს იყენებს

სირიის შეიარაღებულიმა ძალებმა ვერტმფრენით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ოპოზიციური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქ იდლიბის სერაკიბის რაიონში ქლორიანი გაზით შეზავებული ბარელური იარაღით თავდასხმა განახორციელეს.

თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც იმყოფებიან. დაშავებულები რაიონში მყოფ საჰრას სავადმყოფოში გადაიყვანეს. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის თავმჯდომარემ ჰალიდ ხოჯამ ხუთშაბათ დღეს განცხადება გააკეთა სადაც აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის მიუხედავად ასადის მომხრეები მას მაინც იყენებენ რის გამოც ორგანიზაციას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები