ბერლინში თურქების გამოსვლა მოეწყო

დაგმობილ იქნა სომეხთა უსაფუძვლო პრეტენზიები

251002
ბერლინში თურქების გამოსვლა მოეწყო


გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა ადგილობრივი თურქული საზოგადოებების ინიციატივით 1915 წლის მოვლენების და სომხური პრეტენზიების გაპროტესტების მიზნით გუშინ ბერლინში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, რომლებსაც ხელში გერმანიის, თურქეთის და აზერბაიჯანის სახელწიფო დროშები და ალმები ეჭირათ.

“პოლიტიკოსები მოსამართლეები არ არიან, პარლამენტარები ისტორიკოსები არ არიან და ამიტომ ისინი ვერ გამოიტანენ თურქეთის საწინააღმდეგო ვერდიქტს. დაე ეს საკითხი სომეხი, თურქი და მესამე ქვეყნების ისტორიკოსებისგან შემდგარმა ერთობლივმა კომისიამ გამოიკვლიოს და მათვე გამოიტანონ საბოლოო განაჩენი ისტორიული არქივებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“, აღნიშნეს სიტყვით გამოსულმა ორატორებმა.

პოლიციას უსაფრთხოების უმაღლესი ზომები ჰქონდა მიღებული და ეს ანტისომხური მსვლელობა ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად დაიშალა 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები