დღეს ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებია

მას ეუთოს 400 დამკვირვებელი ესწრება

251006
დღეს ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებია


დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია ასევე ყაზახეთში, სადაც ხმას მისცემს 9,5 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველი.

არჩევნებში ახლანდელი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის გარდა კენჭს იყრის კიდევ 2 კანდიდატი, კომუნისტთა ლიდერი თურქგუნ სიზდიკოვი და დამოუკიდებელი კანდიდატი აბელგაზ კუსაინოვი.

არჩევნების არაოფიციალური შედეგები ხვალ გამოცხადდება და თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, მაში, ორი კვირის შემდეგ მეორე ტური ჩატარდება.

ყაზახეთის არჩევნებს დამკვირვებლის სახით ესწრება ეუთოს 400 წარმომადგენელი, რომლებიც 15 რეგიონს გააკონტროლებენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები