ვაშინგტონი 24 აპრილი

ე.წ სომხურ გენოციდთან დაკავშირებით იდეებისადმი უგულისყურობას არ იჩენენ თურქული და მუსლიმანური სათვისტომოები.

249726
ვაშინგტონი 24 აპრილი

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ე.წ სომხურ გენოციდთან დაკავშირებით გავრცელებული იდეებისადმი უგულისყურობას არ იჩენენ თურქული და მუსლიმანური სათვისტომოები.
1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, თურქების საორგანიზაციო კომიტეტში დაირაზმნენ ამ სახელმწიფოში მცხოვრები 145 თურქულ-ამერიკული და მუსლიმანური სათვისტომოს წარმომადგენელი.
მსვლელობა მოაწყვეს თეთრი სახლიდან თურქეთის ვაშინგტონის საელჩომდე და შეეცადნენ თურქი ხალხის ხმა მიაწვდინონ მსოფლიო საზოგადოებრიობას.
თურქული და ამერიკული დროშებით ხელში, მშვიდობის და თანადგომის მსვლელობას შეუერთდა ათასობით თურქული და მუსლიმანური სათვისტომოს წევრი. გაავრცელეს ლოზუნგი:-”გაგვაერთიანე, ნუ დაგვაშორებ”
მსვლელობაში მონაწილეობდნენ პალესტინის, ეგვიპტის, სომალის ჩათვლით, მუსლიმანური სათვისტომოს მნიშვნელოვანი აქტივისტები.
სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთის მხრივ ქუჩებში განაგრძობენ სამართლიან მოთხოვნებს, მეორეს მხრივ კონგრესში აგრძელებენ მცდელობებს.
ამ მიზნით ვაშინგტონის ცნობილ ლინკოლნის მემორიალთან 100-მა ამერიკელმა მოცეკვავემ წარმოდგენა გამართა მშვიდობის და მომავალი ასწლეულისთვის.
მოცეკვავეებმა გაშალეს გიგანტური თურქული დროშაც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები