თვითმფრინავი ავტობანზე ჩამოვარდა

1 კაცი დაიღუპა, 3 დაიჭრა

234867
თვითმფრინავი ავტობანზე ჩამოვარდა


გერმანიიდან მიღებული ცნობებით ქალაქ ოლდენბურგის აეროპორტიდან აფრენილი Cessna 172 ტიპის პატარა თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ავტობანზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა, ხოლო 3 კაცი კი დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადააგზავნეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.

ამავე ცნობით თვითმფრინავი ავტობანის ბარიერებს შეეჯახა და შეჩერდა, თორემ, ავტობანზე რომ გადასულიყო უფრო მეტი მსხვერპლი შეიძლება მოჰყოლოდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები