ობამამ და კასტრომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

მათ ზეზეული საუბარიც ჰქონდათ

233498
ობამამ და კასტრომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს


პანამაში მიმდინარე ამერიკული ქვეყნების სამიტზე ისტორიულად მნიშვნელოვანი დღე აღინიშნა, რადგან, მეორედ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს აშშ-ს და კუბის პრეზიდენტებმა ობამამ და რაულ კასტრომ და რამდენიმე წუთი ერთმანეთს ზეზეულად გაესაუბრნენ კიდეც.

პირველი მათი ხელის ჩამორთმევა კი 2013 წელს სამხრეთ აფრიკაში, ნელსონ მანდელას გასვენებაზე მოხდა.

როგორც ცნობილია კუბის წევრობა ამერიკული ქვეყნების გაერთიანებაში აშშ-ს ზეწოლის შედეგად 1962 წლიდან შეჩერებული იყო და პირველად წელს არ შეეწინააღმდეგა ვაშინგტონი კუბის დასწრებას ხსენებულ სამიტში.

ახლა ელიან, რომ ობამასა და კასტროს შორის შეიძლება პირისპირი შეხვედრაც კი გაიმართოს.

ყველაზე მთავარი დაბრკოლება ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის საკითხში ის არის, რომ თეთრ სახლს კუბა არ გამოჰყავს ტერორისტული ქვეყნების სიიდან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები