ბელგიაში საპენსიო ასაკი 67 წლამდე გაიზარდა

იგი პარლამენტმა გუშინ მიიღო

224461
ბელგიაში საპენსიო ასაკი 67 წლამდე გაიზარდა

ბელგიაში თვეების განმავლობაში პროტესტების მიზეზად ქცეული ეკონომიკური რეფორმების კანონპროექტი ძალაში შედის.
პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდის კანონი მიიღეს. ამ კანონპროექტს პროფკავშირები თვეებია აპროტესტებენ, მაგრამ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწიეს. პროფკავშირებმა აღნიშნულ კანონპროექტს არასამართლიანი უწოდეს და 22 აპრილიდან საერთო გაფიცვების გადაწყვეტილება მიიღეს. თუ მთავრობა აღნიშნული კანონში ცვლილებას არ შეიტანს, მაშინ, გაფიცვები მაისის თვეშიც გაგრძელდება.
ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტები, გასული წლის სექტემბრის თვიდან მოყოლებული გრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები