დღეს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნებია

ისლამ ქერიმოვი კვლავ კანდიდატია

286523
დღეს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნებია


დღეს უზბეკეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია და ამჟამინდელ პრეზიდენტ ისლამ ქერიმოვს 3 მეტოქე ჰყავს.

ბოლო ასეთი არჩევნები უზბეკეთში 2007 წელს ჩატარდა და მაშინ ქერიმოვმა ხმების 88% მიიღო.

იგი ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ე.ი. 1990 წლის აქეთ მართავს და თუ დღევანდელ არჩევნებშიც გაიმარჯვებს და ალბათ ასეც მოხდება, ეს ქვეყანა გააგრძელებს მიუმხრობლობის პოლიტიკას.

უზბეკეთში 21 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია და დღევანდელ არჩევნებს მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის დამკვირვებელი ესწრება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები