ნეთანიაჰუმ არაბებს ბოდიში მოუხადა
ისრაელ-პალესტინის საზღვარი 1967 წლის დროინდელს უნდა დაუბრუნდეს
ისრაელში წინასაარჩევნო პერიოდში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ”პალესტინა სახელმწიფო არ უნდა იყოსო” მაგრამ რამოდენიმე დღის წინ მან ეს სიტყვები უკან გაიტანა, ნეთანიაჰუმ გუშინ ისრაელის არაბებს ბოდიში მოუხადა.
აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მერი ჰარფის განცხადებით, ისრაელი ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით ყველას აკვირვებს.
ჰარფმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუმ ერთი კვირის განმავლობაში ისეთი განცხადებები გააკეთა, ყველა გაკვირვებულია. მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასარეგულირებელი ნაბიჯების გადადგმაცაა საჭირო. მერი ჰარფის თქმით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ პალესტინა-ისრაელის საკითხზე ვაშჰინგტონის დაუსწრებლობა ”ისრაელის მიმართ პოლიტიკის შეცვლა” არაა, რადგან ეს გადაწყვეტილება ისრაელთან კოორდინირებით იქნა მიღებული.
მეორეს მხრივ თეთრი სახლის პრესსამსახურიდან გაკეთებული განცხადების თანახმად ისრაელ-პალესტინის საკითხი უნდა მოგვარედეს და ქვეყნებს შორის საზღვრები 1967 წლის დროინდელს უნდა დაუბრუნდეს, პალესტინამ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს და თავისი თავის მართვაც უნდა შეეძლოს, აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა