ნიგერიაში ნაღმის აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ორ ქალაქში ნაღმის აფეთქებებს 29 ადამიანი ემსხვერპლა

239797
ნიგერიაში ნაღმის აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ორ ქალაქში ნაღმის აფეთქებებს 29 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქ ბიუში ორი თვითმკვლელი ტერორისტი ავტოსადგომზე შევიდა, ერთ-ერთმა თავი აიფეთქა, მეორე კი იქ მყოფებმა ჩაქოლეს.

ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

პლატაუს პროვინციის ქალაქ ჯოსში მომხდარ ორ თავდასხმას კი 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქებში პოტისკუმსა და კანოში კი სამშაბათს ორი თვითმკვლელის მიერ ავტობუსის გაჩერებებზე განხორციელებული ტერაქტების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები