ავღანეთის სამხრეთში სამგზავრო ავტობუსში მყოფი 30 მგზავრი თალიბან

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ზაბულში სამგზავრო ავტობუსში მყოფი 30 მგზავრი თალიბანმა გაიტაცა

231267
ავღანეთის სამხრეთში სამგზავრო ავტობუსში მყოფი 30 მგზავრი თალიბან

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ზაბულში სამგზავრო ავტობუსში მყოფი 30 მგზავრი თალიბანმა გაიტაცა.

ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, თალიბანის მილიტანებმა ავტობუსი შახ სოის დაბაში გააჩერეს, 30 მგზავრი ჩამოიყვანეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

შახ სოის გამგებელმა აბდულ ჰალიკ აიუბიმ მომხდარი დაადასტურა და განაცხადა, რომ გატაცებულთა გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყეს.

მომხდართან დაკავშირებით თალიბანს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

ამავდროულად, ავღანეთის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ აბდულა აბდულაჰმა განაცხადა, რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლო მომავალში დაიწყება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები