აშშ-ში საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად ჯოზეფ კლენსი დაინიშნა

დანიშვნის თაობაზე განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა

223017
აშშ-ში საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად ჯოზეფ კლენსი დაინიშნა

აშშ-ში საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელად ჯოზეფ კლენსი დაინიშნა.

ერთმანეთის მიყოლებით უსაფრთხოების სისტემაში გამოვლენილი სისუსტეების შემდეგ გადამდგარი ყოფილი ხელმძღვანელის ჯულია პირსონის შემდეგ ამ მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ჯოზეფ კლენსი, ოფიციალურად დაინიშნა.

დანიშვნის თაობაზე განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

2011 წელში პრეზიდენტის დაცვის განყოფილებიდან პენსიაზე გასული ჯოზეფ კლენსი პრეზიდენტ ობამასთან დაახლოებული პირია.

კლენსს, რომელიც 3 წელია ერთ-ერთი კერძო ფირმის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ვესტ პოინტის სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეებში ატლანტაში ნასამართლევი შეიარაღებული უსაფრთხოების თანამშრომელი პრეზიდნეტ ობამასთან ერთად ერთ ლიფტში შევიდა, მცირე ხნის შემდეგ კი დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ შემოწმების ყველა ეტაპის გადალახვა და თეთრ სახლში შეღწევა მოახერხა.

ამ ორი ფაქტის შემდეგ მკაცრი კრიტიკის ობიექტად ქცეულმა ჯულია პირსონმა თანამდებობა დატოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები