ინგლისმა ტერორიზმის კანონი გაამკაცრა

კანონს სამეფო ოჯახმაც დაუჭირა მხარი

218106
ინგლისმა ტერორიზმის კანონი გაამკაცრა

ინგლისის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საზღვარგარეთ რაიმე ტერორისტულ ქმედებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათი ინგლისში დაბრუნების შესახებ ახალი ანტიტერორისტული და უსაფრთხოების კანონი მიიღეს.

სამეფოს მიერ დამტკიცებული კანონის შესაბამისად ის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ნებისმიერი სახის ტერორისტულ ქმედებაში იქნებიან ეჭვმიტანილნი, გარკვეული დროით მათ პასპორტები ჩამოერთმევათ.

ამავე კანონით ამიერიდან სასაზღვრო პილიციას ყოველი მგზავრის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია ექნება ხელთ. ამის მიხედვით ის თვითფრინავები, რომლებიც ინგლისში უნდა ჩავიდნენ, მასში მყოფ მგზავრთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებას უნდა მიეწოდოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში თვითფრინავს დაჯდომის ნებართვა არ მიეცემა. ამის პარალელურად ინგლისის მთავრობამ ტერორიზმში ეჭვმინატილების დევნა კონტროლის მიზნით 130 მილიონი სტერლინგი გამოყო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები