მერქელი და ოლანდე კიევში შეხვდნენ პოროშენკოს

დღის წესრიგში ჩააყენეს უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

212876
მერქელი და  ოლანდე კიევში შეხვდნენ პოროშენკოს

გერმანიის სახელმწიფო კანცლერი ანგელა მერქელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდე კიევში შეხვდნენ უკრაინის სახელმწიფო ლიდერს პეტრო პოროშენკოს.
დღის წესრიგში ჩააყენეს უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება.
პოროშენკოს განცხადებით, მერქელსა და ოლანდესთან შეხვედრა იმედის მომცემია აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისთვის. მინსკის ხელშეკრულების წევრმა მხარეებმა კი, უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.
საჭიროა უკრაინა დატოვონ უცხოელმა სამხედროებმა. შეწყდეს საზღვრების გადალახვა, განთავისუფლებულ იქნენ მძევლები, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდეს უკრაინის კანონის ფარგლებში არჩევნები-თქვა პოროშენკომ და დაამატა, რომ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას კრიზისული რეგიონების აღორძინებისთვის.
მერქელი და ოლანდე კიევის შემდეგ გადავლენ მოსკოვში და შეხვდებიან ვლადიმერ პუტინს.
ამავდროულად, კიევში მყოფი აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯონ კერის განცხადებით ობამა, უკრაინისთვის იარაღის დახმარებას უმოკლეს დროში კანონის ფარგლებში მოაქცევს.
კერისვე განცხადებით, რომელიც შეხვდა უკრაინის პრემიერს არსენი ესენდუკს, აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას, მაგრამ თვალს არ დახუჭავენ რუსეთის აგრესიულ დამოკიდებულებაზე.
კიევისთვის იარაღით დახმარებისთვის მოქმედებაში მოვიდნენ ამერიკელი პოლიტიკოსები. ზოგიერთმა რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა სენატორებმა მოწოდებით მიმართეს პრეზიდენტს ობამას იარაღით დაეხმაროს უკრაინას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები