კიევი და მოსკოვი ვერ თანხმდებიან
მხარეები განაგრძობენ ურთიერთბრალდებებს
კიევსა და პრორუს სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარების მცდელობების წარუმატებლად დასრულებამ აღმოსავლეთ უკრაინაში ახლიდან დაძაბა სიტუაცია და შეტაკებებიც გამძაფრდა რა, დონეცკის აეროპორტი ჯერ პრორუსებმა იგდეს ხელთ, შემდეგ უკრაინის ჯარებმა. ამ ბრძოლების დროს ორივე მხრიდან რამდენიმე კაცი დაიღუპა და მათ შორის ერთი 7 წლის ბავშვიც იყო.
ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვიდა კიევის მიტინგზე და თქვა, რომ უკრაინის ერთ გოჯ მიწასაც არ დაუთმობენ არავის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი გუშინდელ განცხადებაში თქვა, რომ მან პოროშენკოს წერილი მისწერა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს რეგიონიდან მძიმე იარაღის გატანა მოსთხოვა, მაგრამ, კიევმა უარყო ეს წინადადება რა, მის მაგივრად არც ახალი წინადადება წამოუყენებიათ