ბელგიაში ტერორიზმის განგაშია გამოცხადებული

ანტიტერორისტული ოპერაციები მთელი ქვეყნის მაშტაბით ტარდება

189683
ბელგიაში ტერორიზმის განგაშია გამოცხადებული

გასულ კვირას ბელგიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

მაგრამ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ჯერ კიდევ არაა დაჭერილი.

როგორც ცნობილია გასულ კვირას ბელგიის პოლიციამ ერთდროულად 5 ქალაქში სპეცოპერაცია ჩაატარა. ქალაქ ვერვიეში შეტაკებების შედეგად ორი ბოევიკი მოკლულ იქნა, ხოლო ერთი კი დაჭრეს, რომლის თქმითაც ისინი სირიიდან არიან ჩამოსულები.

ოპერაციის შემდეგ პრემიერ შარლ მიშელმა მინისტრთა კაბინეტი შეკრიბა და 12 მუხლიანი უსაფრთხოების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ბელგიის არმიამ ასევე შიდა უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ამით არმიის ნაწილები სახელმწიფო დაწესებულებებთან და იქ, სადაც ნებისმიერი სახის თავდასხმის ვარაუდი არის, სამხედრო ნაწილები განათავსეს.

გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 70% ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები