მოლაპარაკება ფხენიანსა და სეულს შორის

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

182422
მოლაპარაკება ფხენიანსა და სეულს შორის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ჰემ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ ინთან ყოველგავრი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

პაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისთვის ფხენიანთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინმა საახალწლო გამოსვლისას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ პაკ კინ ჰემთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: ”მიუხედავად ამჟამინდელი სიტუაციისა, ჩვენს შორის უმაღლესი დონის შეხვედრისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს.

ხოლო თუ სეულის მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთანერთად სამხედრო წვრთნებს განაგრძობს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დარეგულირება შეუძლებელი იქნება”.

ორ ქვეყანას შორის 2007 წლიდან მოყოლებული უმაღლესი რანგის შეხვედრები არ გამართულა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების მაისის თვეში რუსეთში მიწვევა მათ შორის შეხვედრის შესაძლებლობის ვარაუდს აძლიერებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები