პარიზში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ჩამდენთა ვინაობა ცნობილია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 12 ადამიანის მკვლელობით დასრულებული თავდასხმის ჩამდენთა ვინაობა დადგენილია.

176993
პარიზში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ჩამდენთა ვინაობა ცნობილია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 12 ადამიანის მკვლელობით დასრულებული თავდასხმის ჩამდენთა ვინაობა დადგენილია.

თავდამსხმელები არიან საფრანგეთის მოქალაქეები 34 წლის საიდ კუაჩი, 32 წლის მისი ძმა შერიფ კუაჩი და 18 წლის ჰამიდ მურადი.

თავდამსხმელებიდან ჰამიდ მურადი სოციალურ ქსელებში თავისი სახელის აღმოჩენის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.

საფრანგეთის პოლიციამ დანარჩენი ორი ეჭვმიტანილის ფოტოები კი პრესაში გაავრცელა.

საფრანგეთის პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა ასევ სახლში, სადაც გარკვეული ხნით ცხოვრობდნენ ძმები კუაჩები. ორი თავდამსხმელის ძებნა, რომლებიც, სავარაუდოდ, შეიარაღებულები არინა, გრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები