Airasia-ს თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს აღმო

Airasia-ს თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს აღმოჩენილ ცხედართა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა

166020
Airasia-ს თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს აღმო

Airasia-ს თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს აღმოჩენილ ცხედართა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა.

ნაპოვნი იქნა ინდონეზიის ქალაქ სურაიბადან სინგაპურისაკენ მიმავალი, რადარებიდან დაკარგული, თვითმფრინავის ნამსხვრევები.

ცუდი კლიმატური პირობების დროს 162 მგზავრთან ერთად დაკარგული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებმა შედეგი მესამე დღეს გამოიღო.

იავას ზღვაში მდებარე კუნძულ კალიმანტანის ახლოს წითელი და თეთრი ფერის ნამსხვრევები იქნა ნაპოვნი.

სავარაუდოდ, ეს ნამსხვრევები თვითმფრინავის გასასვლელისა და სატვირთო განყოფილებების კარებია.

ქალაქ პანგკალანთან ახლოს მიმდინარე სამძებრო სამუშაოების დროს 40-ზე მეტი ცხედარი იქნა ნაპოვნი.

რეგიონში ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრი მიემგზავრება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები