ინგლისში სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზო

ინგლისში სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები ტარდება

163316
ინგლისში სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზო

ინგლისში სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები ტარდება.

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლო ტერორისტული საფრთხეების გამო სამეფო სასახლეებისა და შენობების წინ მყოფი დაცვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი ზომები გატარდება.

ამ ფარგლებში სამხედროებს სასახლის ეზოების შიგნით, უფრო სიღრმეში განალაგებენ და ბარიერების უკან დადგებიან ან მათ გვერდით ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენელ პოლიციელებს განათავსებენ.

გაზეთების ინფორმაციით, იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ სამხედროების გატაცება ან მკვლელობა, ისინი მორიგეობას რკინის ბარიერების უკან განახორციელებენ, ხოლო საზოგადოებისათვის ღია ტურისტულ ადგილებზე კი მათ გვერდით შეიარაღებულ ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენელ პოლიციელებსაც განათავსებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები