ნიკარაგუამ უდიდესი პროექტის მშენებლობა დაიწყო

პანამის არხის ალტერნატიული არხი 5 წელში აშენდება

157486
ნიკარაგუამ უდიდესი პროექტის მშენებლობა დაიწყო


ახალი საუკუნის პროექტის განხორციელებას შეუდგა ნიკარაგუა.

წყნარი და ატლანტიკის ოკეანის დამაკავშირებელი პანამის არხის ალტერნატიული დიდი ნიკარაგუას არხის მშენებლობას გუშინ ჩაეყარა საძირკველი.

ამ არხის მშენებლობა იკისრა ჰონკონგურმა კომპანიამ. 278 კმ-იანი არხის 105 კმ-იანი მონაკვეთი ნიკარაგუის ტბაზე გაივლის.

პროექტის მშენებლობა 5 წელს გასტანს და 50 მილიარდი დოლარი დაჯდება.

კონტრაქტორი ფირმა ამ არხის გამოყენების უფლებამოსილებას 50 წლის განმავლობაში გამოიყენებს და ნიკარაგუის სახელმწიფო ამ კომპანიას წელიწადში 10 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მისცემს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები