პაკისტანი დაღუპულ 148 ადამიანს გლოვობს, რომელთაგანაც 132 ბავშვი
პაკისტანი თალიბანის მიერ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულ 148 ადამიანს გლოვობს, რომელთაგანაც 132 ბავშვი იყო.
152211
პაკისტანი თალიბანის მიერ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულ 148 ადამიანს გლოვობს, რომელთაგანაც 132 ბავშვი იყო.
თავდასხმის დროს დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია პეშავერში გაიმართა. ცერემონიაში მონაწილე პრემიერმა ნავაზ შერიფმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორიზმის ძირფესვიანად აღმოფხვრა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი. მან ასევ დასძინა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმას მოამზადებენ.
ამავდროულად განცხადება გაავრცელა პაკისტანის არმიის პრესსპიკერმა და მასში ნათქვამია, რომ თალიბანის მილიტანების წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე ავღანეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
მსგავსი ინფორმაციები
ბაიდენს არ სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი იქნება
ბაიდენს არ სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი იქნება