აშშ-ში მართლმსაჯულების სისტემა ათი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

აშშ-ში მართლმსაჯულების სისტემა ათი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

148216
აშშ-ში მართლმსაჯულების სისტემა ათი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ამერიკის მართლმსაჯულების სიტემა ათი ათასობით ადამიანმა კონგრესის შენობის წინ გააპროტესტა.

აგვისტოში ფერგიუსონში 18 წლის შავკანიანი ახალგაზრდის მაიკლ ბრაუნის თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მკვლელობით დაწყებული მოვლენების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

კლივლენდში კი 12 წლის ტამირ რაისის ისევ თეთრკანიანი პოლიციელის მკვლელობამ მოვლენები კიდევ უფრო გაამძაფრა. ნიუ-იორკში ერიკ გარნერის მოგუდვით სიკვდილის გამომწვევი პოლიციელის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი მოვლენებს შეუქცევადი ფორმა მისცა.

ნიუ-იორკში გამართულ დემონსტრაციაზე შეკრებილმა ადამიანებმა სამართლიანობა და პოლიციელების მიერ შავკანიანების მკვლელობის აღკვეთა მოითხოვეს. მათ ასევე გააპროტესტეს პოლიციელების დაუსჯელობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები