რუსეთსა და უზბეკეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

რუსეთსა და უზბეკეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

144676
რუსეთსა და უზბეკეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი უზბეკი კოლეგის ისლამ კერიმოვის მიწვევით გუშინ უზბეკეთში იმყოფებოდა.

ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და შუა აზიის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

პუტინმა აღნიშნა, რომ ბოლო 5 წელში უზბეკეთში რუსულმა ინვესტიციებმა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კერიმოვმა კი შუა აზიის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ორივე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე საჭიროა მუდმივი კონსულტაციების წარმოება.

პუტინმა და კერიმოვმა შეხვედრის ბოლოს ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთახმებას მოაწერეს ხელი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები