უკრაინის პარლამენტმა ახალი კაბინეტი დაამტკიცა

კაბინეტის წევრებს შორის რამდენიმე უცხოელიცაა

135601
უკრაინის პარლამენტმა ახალი კაბინეტი დაამტკიცა

უკრაინაში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ახალი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა დაამტკიცა.

საპარლამენტო არჩვენებში გამარჯვებული სახალხო ფრონტის ლიდერის არსენი იაცენიუკის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობაში ვიაჩესლავ კირილენკო კულტურის მინისტრი და ჰუმანიტარულ საკითხებზე პასუხისმგებელი ვიცეპრემიერი, გენადი ზუბკო რეგიონალური პოლიტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ვიცეპრემიერი და ვალერი ვოშევსკი კი ინფრასტრუქტურულ საკითხებზე პასუხისმგებელი ვიცეპრემიერი გახდა.

კაბინეტის წევრები ასევე არიან: „ინფრასტრუქტურის მინისტრი ანდრეი პივოვარსკი, სახელმწიფო მინისტრი ანნა ონიშენკო, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ პავლენკო, გარემოს დაცვის მინისტრი იგორ შევჩენკო, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი იგორ ჟდანოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სერგეი კვიტი, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, იუსტიციის მინისტრი პაველ პავლენკო, სოციალური პოლიტიკის მინისტრი პაველ როზენკო, ენერგეტიკისა და ქვანახშირის მინისტრი ვლადიმირ დემჩიშინი, საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი იური სტეცი, თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი.

ახლად შექმნილი კაბინეტის წევრები სახელმწიფოს მეთაურის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით ასევე გახდნენ ეკონომიკის მინისტრად დანიშნული ლიტვის მოქალაქე აივარას აბრამავიკუსი, ჯანდაცვის მინისტრად დანიშნული საქართველოს მოქალაქე ალექსანდრ კვიტაშვილი და წარმოშობით უკრაინელი ამერიკის მოქალაქე ნატალია იარესკო, რომელიც ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები