შვეიცარიელები მიგრაციის შეზღუდვასა და ოქროს რეზერვების გაზრდას ე

შვეიცარიელები მიგრაციის შეზღუდვასა და ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვების გაზრდას ეწინააღმდეგებიან

210608
შვეიცარიელები მიგრაციის შეზღუდვასა და ოქროს რეზერვების გაზრდას ე

შვეიცარიელებმა თავიანთი მოსაზრებები ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმზე გამოხატეს. 

მიგრაციის შეზღუდვასა და ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვების გაზრდის წინადადებას შვეიცარიელებმა უარი განუცხადეს.

რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, შვეიცარიის ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვების 20%-ზე შენარჩუნების წინადადებას ამომრჩეველთა 23%-მა მხარი დაუჭირა, 77%-მა კი უარი გამოუცხადა.
ამ შედეგები მიხედვით, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი იძულებული არ იქნება გაზარდოს ოქროს რეზერვი.

წინადადების მიღების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი იძულებული გახდებოდა 5 წელიწადში ბაზრიდან დაახლოებით 1600 ტონა ოქრო შეესყიდა.

რეფერენდუმზე გატანილი მეორე საკითხი კი მიგრაციას შეეხებოდა. შვეიცარიაში, სადაც ყოველწიურად 80 ათასი ადამიანის მიგრაცია ხდება, 26 კანტონში ხმების 76%-ით უარი განუცხადეს მიგრაციის შეზღუდვას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები