სარკოზი პოლიტიკაში დაბრუნდა

ნიკოლა სარკოზი სახალხო მოძრაობის კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ იქნა არჩეული

210032
სარკოზი პოლიტიკაში დაბრუნდა


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სახალხო მოძრაობის კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ იქნა არჩეული. იგი ამ თანამდებობიდან ორი წლის წინ არჩევნებში მარცხის შემდეგ გადადგა. ამგვარად, სარკოზი პოლიტიკას ისევ დაუბრუნდა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტიას სახელწოდებას შეუცვლიდა. სარკოზიმ საარჩევნო კამპანიის დროს ასევე დადო პირობა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გააუქმებს მემარცხენეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებულ ერთსქესიანთა ქორწინების კანონს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სარკოზი პოლიტიკიდან წავითა, თუმცა 59 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ კვლავ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრალურ მემარჯვენე სარკოზის პარტიაში ამ გადაწყვეტილების შემდეგ ლიდერობასთან დაკავშირებული სერიოზული კრიზისი წარმოიქმნა. მის შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ დანიშნული ფრანსუა კოპე კორუფციის ბრალდებების გამო იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები